knaafრამდენიმე დღის წინ, გერმანულმა გამოცემა Telegraaf-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ჰოლაანდიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სიის ვან დერ კააფი, რომელიც სულ ახლახანს ქალაქ ედეს მერი გახდა, მუნიციპალიტეტის შენობის გვერდით ცალკე ოთახის აშენებას გეგმავს, რომელიც მხოლოდდამხოლოდ მისთვის და სხვა მწეველი საჯარო მოხელეებისთვის იქნება განკუთვნილი.
მერის ამ ნაბიჯს მოსახლეობა საკმაოდ გულცივად შეხვდა. ვან დერ კააფს უკვე ურჩიეს, ნიკოტინიანი სიგარეტიდან ელექტრო სიგარეტზე გადავიდეს და ქალაქის ბიუჯეტის თანხების ფლანგვას შეეშვას.


ხოდა, ალბათ ის დროა ყველაზე ნიკოტინიანი და გაბუღული ბლოგის არსებობა ოფიციალურად დავადასტუროთ და მორიგ ღერსაც მოვუკიდოთ.

ყველაზე ნიკოტინიანი და გაბუღული ბლოგის თემატიკა რა ძნელი მისახვედრია და  სიგარეტი იქნება, ისტორია, ბრენდები, საინტერესო ფაქტები, უახლოესი ინფორმაციები. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სიგარეტი და ხელოვნება მონათესავე ცნებებია :) ნაფაზიდან ნაფაზამდე კინოზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა, მუსიკაზეც…ვისაც მოუსმენია დამეთანხმება, გემრიელი smooth ჯაზი ან მელანქოლიური trip-hop პირში სიგარეტით უფრო გემრიელად ისმინება, ვიდრე ისე, კვამლისგან მოუდუნებელი გონებით :)
ერთი სიტყვით, ბლოგი, smokeaddict.wordpress.com გაფრთხილებთ, მოწევა და ჯაზი ტრიპ-ჰოპტან ერთად სასარგებლოა თქვენი სულიერი ჯანმრთელობისთვის :)

დროებით.




Follow

Get every new post delivered to your Inbox.